სამართლებრივი კონსულტაცია

რეგისტრაცია

რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ადგილზე (არა ტელეფონით) – მხოლოდ ყოველ მეორე ორშაბათს, დილის 08:30 საათზე.

  • ოფისი დაკეტილი იქნება 2026 წლის 13 ივლისიდან 14 აგვისტომდე; კონსულტაციები არ ჩატარდება.

  • 2026 წლის 17 აგვისტოდან, ყოველ ორ კვირაში ერთხელ

თხოვთ, თან იქონიოთ ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების წერილები, გადაწყვეტილებები და ..).

 

მისამართი

Dienerstrasse 59, 8004 Zürich

რუკა / ადგილმდებარეობა Google Maps

Freiplatzaktion Zürich უფასოდ და პროფესიონალურად უწევს იურიდიულ დახმარებას ლტოლვილებს, მიგრანტებსა და მათ ოჯახის წევრებს.

ჩვენ ყურადღებით ვისმენთ, ვაწვდით ინფორმაციას, უტარებთკონსულტაციას და ვუწევთ მხარდაჭერას ადამიანებს თავშესაფრისა და მიგრაციის სამართლის სხვადასხვა პროცედურის განმავლობაში. ასევე ვამზადებთ განცხადებებსა და საჩივრებს და ვახორციელებთ იურიდიულ წარმომადგენლობას.

სამწუხაროდ, ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე (სია მხოლოდ გერმანულ ენაზეა ხელმისაწვდომი) დახმარებას ვერ გაგიწევთ. გთხოვთ, წინასწარ გადაამოწმოთ, ეხება თუ არა თქვენი საკითხი იმ მიმართულებებს, რომლებშიც დახმარებას ვთავაზობთ.

კონსულტაციები ტარდება ყოველ მეორე ორშაბათს და სრულიად უფასოა. თუმცა, ჩვენი მომსახურება პირველ რიგში განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა იურიდიული დახმარების დასაფინანსებლად და რომლებიც ცხოვრობენ ან განთავსებულნი არიან ციურიხის ან გლარუსის კანტონებში.

სამწუხაროდ, თარგმნის მომსახურებას ვერ ვთავაზობთ (გარდა ინგლისური, ფრანგული და ესპანური ენებისა). თუ საჭიროა, გთხოვთ, თან მოიყვანოთ ადამიანი, რომელიც თქვენთვის თარგმნას შეძლებს.

რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ აღნიშნულ ორშაბათს, 08:30 საათზე. კონსულტაციები იმავე დღის განმავლობაში, დილის საათებში ჩატარდება.